მბაპეს უარი პერესს - „რეალში“ სიტუაცია დაიძაბა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობამ კილიან მბაპეს ოჯახს კიდევ ერთხელ მიმართა და განუცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეთანხმება უკვე შედგეს...
მბაპეების ოჯახმა მადრიდულ გრანდს უარი უთხრა, მიზეზად კი სეზონის ბოლომდე დარჩენილი 6 თვე და ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატი მოიყვანა.
მბაპეს მადრიდის „რეალში“ თამაში სურს და ამისთვის ზაფხულში ყველაფერს იღონებს, რომ იანვარში ვერანაირი შეთანხმება ვერ მიიღწევა, რომელსაც სამართლებრივი ძალა ექნება.
კილიანის ოჯახის პოზიცია მტკიცეა, რაც ფლორენტინო პერესს არ მოსწონს, სწორედ ამიტომ მადრიდში სიტუაცია დაძაბულია.
Defensacentral-ის ცნობით, პერესმა კილიანის ოჯახს უთხრა, რომ თუ იანვარში შეთანხმება არ დაიხურება, ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში, „რეალი“ სხვა მიმართულებით იმუშავებს.
- 20 ნოემბერი 2023
- 6 156
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.