ესპანეთმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა, დანი და ხოსელუ „რეალს“ უბრუნდებიან
სამწუხაროდ, ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების დამარცხება კვლავ შეძლო...
ლე ნორმანის მიერ გატანილ გოლს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრდა, თუმცა შემდეგ თავის გამოჩენა ფერან ტორესმა შეძლო, რასაც ლოჩოშვილის ავტოგოლი მოჰყვა.
საბოლოო ჯამში ვილი სანიოლის გუნდმა დე ლა ფუენტესთან 3-1 დათმო.
დანიელ კარვახალმა მთელი მატჩი ჩაატარა, ხოლო ხოსელუ მატო სათადარიგო სკამზე დარჩა. ორივე ესპანელი „რეალის“ განკარგულებას დღეს უბრუნდება, ხვალიდან კი ვარჯიშს განაახლებს.
- 20 ნოემბერი 2023
- 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.