რონალდუ 6 თვით „რეალში“? - პერესის პოზიცია ცნობილი გახდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, არსებული ტრავმიანობისა და შეტევაში რესურსის კლების ფონზე, კრიშტიანო რონალდუს მადრიდში დაბრუნების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა...
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თავად პორტუგალიელმა რამდენიმე დღის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მას ჰკითხეს, შანსი რომ ჰქონოდა, დაბრუნებოდა თუ არა მადრიდში, ლეგენდამ კი განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა.
ამ ყველაფრის პარარელურად „რეალის“ პოზიცია ცნობილია. სამეფო კლუბი კრიშტიანოს როგორც ფეხბურთელს აღარ დაიბრუნებს, ის უკვე ისტორიაა, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ პორტუგალიელ ვარსკვლავს აუცილებლად შესთავაზებენ საკმაოდ მაღალ თანამდებობას.
- 20 ნოემბერი 2023
- 6 992
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.