სატრანსფერო ფანჯარა დახურულია !

მაშ ასე, 2010 წლის სზაფხულო სატრასფერო ფანჯარა დახურულია. მადრიდის რეალმა სულ 81 მილიონი ევრო დახარჯა ფეხბურთელების შეძენაში. ფლორენტინო პერესმა და ხორხე ვალდანომ, ჟოზე მოურინიოს მეთაურობით, სულ 6 მოთამაშე შეიძინეს.
გასულ ზაფხულთან შედარებით, ამ ზაფხულს არც თუ ისე ხმაურიანი ტრასფერები შედგა. 2009 წელს გუნდმა 250 მილიოამდე დახარჯა და შეიძინა სუპერ ვარსკვლავები. რიკარდო კაკა, კრისტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ჩაბი ალონსო და კიდევ სხვები. ამ მრავალი დახარჯული მილიონების შედეგი, ლა ლიგაში მეორე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგაზე 16 საუკეთესო გუნდ შორის მოხვედრა იყო. ამ ზაფხულს გუნდში გამოცვალეს მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. ბლანკოსს სათავეში ჩაუდგა პორტუგალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელი ჟოზე მოურინიო. ფლორენტინო პერესი კი ივნისის თვიდანვე კვლავ აპირებდა კიდევ სხვა ვარსკვლავების ყიდვას, თუმცა ამის გაკეთების უფლება მწვრთნელმა არ მისცა. ჟოზემ ექსტრა კლასის ფეხბურთელებს, ახალგაზრდა და პერსპეკტიული ფეხბურთელები აირჩია. რის შედეგადაც პერესმა არა 250 მილიონი არამდეს სულ 81 მილიონი დახარჯა.

ჟოზე მოურინიო:
არ მინდა კლუბის პრეზიდენტმა რაღაც კოლოსალური თანხები გადაიხადოს ფეხბურტელებში. ეს საჭირო არ რის, მხოლოდ ვარსკვლავებით გუნდი ვერ აშენდება. გუნდში უკვე ირიცხებიან მსოფლიო დონის ფეხბურთელები და მეტნი საჭირო აღარ არიან. გუნდს ამჯერად ესაჭიროება ახალგაზრდა და პესპექტული ფეხბურთელები.

ანხელ დიმარია:
მადრიდის რეალის 2010 წლის პირველი შენაძენი არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დიმარია გახდა. მადრიდილებმა ფენბიკას 25 მილიონი გადაუხადეს და პორტუგალიელებმაც შეელიან ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს. დი მარიამ სამეფო კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სერხიო კანალესი:
კანალესი დონ ფლორენტინომ სანტანდერის რასინგიდან შეიძინა. ის ამპულით ცენტრალური ნახევარმცველია. მადრიდელებმა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერში 6 მილიონი ევრო გადაიხადეს. სერხიომ კი კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

პედრო ლეონი:
პედრო ლეონი მადრიდის რეალმა რასინგიდან შეიძინა. ლეონი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ის ამპულით ნახევარმცველია, რომელიც ცენტრიდანაც და ფლაგებიდანაც უტევს. ამ ძალზედ იმედის მომცემ ფეხბურთელში პერესმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ფეხბურთელმაც 6 წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი.

სამი ხედირა:
სამი ხედირა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურტელია და წარმოშობით ტუნისელია. მის შესაძენად მადრიდის გრანდმა ბევრი მოლაპარაკება აწარმოა. თავდაპირველად შტუდგარტის ხელმძღვანელობას არ სურდა ჩამშლელი ნახევარმცველის გაყიდვა, თუმცა თავად ფეხბურთელს სურდა მადრიდში გადაბარგება და მთავარი ეს იყო. სამიმ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მასში პერესმა 14 მილიონი ევრო გადაიხადა.

რიკარდო კარვალიო:
პორტუგალიელი ცენტრალური მცველი მადრიდის რეალმა ლონდონის ჩელსიდან შეიძინა. კარვალიოს ჟოზე მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ნაწილობრივ ამანაც განაპირობა ამ ტრასფეის გაჩარხვა. კარვალიომ ბლანკოსთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ლონდონის ჩელსიმ მის სანაცვლოდ 8 მილიონი მიიღო.

მესუთ იოზილი:
იოზილის ტრასფერი საკმაოდ ჩახლართული და ჭორებით სავსე გამოდგა. თავდან მესუთი თითქოს ბარსელონაში გადადიოდა, თუმცა პერესმა და ვალდანომ ყველაფერი გააკეთეს, რათა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით თურქია, მადრიდის რეალში გადმოსულიყო. ვერდერმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. იოზილმა კი 6 წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი.
სტატიის ავტორი: kaka-ika
- 31 აგვისტო 2010
- 4 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.