აშრაფ ჰაკიმი „რეალში“ ითამაშებს - პრეზიდენტი პერესის გეგმა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ დანი კარვახალის შემცვლელს აშრაფ ჰაკიმის გამო არ ეძებს...
მადრიდში მიაჩნიათ, რომ მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში კარვახალი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგება და მას შემცვლელი არ სჭირდება, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი 2025 წელს დაელოდება.
რატომ 2025? საქმე იმაშია, რომ აშრაფ ჰაკიმს „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, 1 წლით ადრე კი „რეალი“ გააქტიურებას და მოროკოელი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება, იმ დროისთვის ჰაკიმი 27 წლის იქნება, მაგრამ მასზე მინიმუმ 5-6 წლიანი გათვლის გაკეთება გახდება შესაძლებელი.
ის, რომ აშრაფი ბერნაბეუზე დაბრუნებაზე ოცნებობს ცნობილი ფაქტია, „რეალს“ კი როგორც ჩანს, კონკრეტული გეგმა შემუშავებული აქვს.
- 19 ნოემბერი 2023
- 2 271
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.