ახალი ბრაზილიელი ვარსკვლავი „რეალში“ - პერესი იანვარს უმიზნებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ხუნი კალაფატი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა და უთხრა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯფრის დროს გუნდმა აუცილებლად უნდა დაიმატოს ახალი ბრაზილიელი ვარსკვლავი...
კალაფატი მიიჩნევს, რომ მარკოს ლეონარდო, რომლის ფასიც ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროს შეადგენს, მომდევნო ზაფხულს 40 მილიონზე მეტი ეღირება.
ლეონარდო „სანტოსის“ ღირსებას იცავს და პოზიციით ფორვარდია. ხუნი კალაფატი ბრაზილიელ ფეხბურთელებში არასდროს ცდება, ლეონარდოს კი ერთ-ერთ საუკეთესო წინახაზელად მიიჩნევს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ მარკოს ლეონარდომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „რეალში“ ამოყოს თავი.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მთავარი დადებითი თვისება ორივე ფეხით ბრწყინვალე თამაშია, ის ასევე შესანიშნავია მეორე სართულზე და ფლობს საკმაოდ კარგ ტექნიკას.
ამ სეზონში 20 წლის ფორვარდმა შიდა ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, რასაც 2 საგოლე გადაცემაც მიაყოლა. ბრაზილიის თასზე ჩატარებულ 4 დაპირისპირებაში კი ლეონარდო 3 გატანილ გოლს მოითვლს.
მარკოსის მიმართ ინტერესი ასევე აქვთ მილანის „ინტერს“ და ლონდონის „არსენალს“.
- 19 ნოემბერი 2023
- 2 241
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.