”ელ მორომ” კარიერა დაასრულა
”მადრიდის რეალის” ლეგენდამ ფერნანდო მორიენტესმა კარიერა დაასრულაა. 34 წლის ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ”მარსელში” გაატარა. ესპანელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
მორიენტესმა დადასტურა შემოთავაზებები უცხოეთიდან, მაგრამ მან გადაწყვიტა მთელი ყურადღება ოჯახისთვის დაეთმო. ”უკვე 17 წელია ბურთს ვაგორებ. ახლა გადავწყვიტე მთელი ყურადღება ოჯახს დაუთმო.”
”მე მქონდა შემოთავაზებები დუბაიდან, მექსიკიდან და ყატარიდან. ბოლო დღეებში ”ლისაბონის სპორტინგიდანაც” მივიღე შემოთავაზება.”
ფერნანდომ თავის საუკეთესო წლები ”რეალში” გაატარა. ”ელ მორომ” სამეფო კლუბში 8 წელი ითამაშა. მორიენტესი თვლის, რომ სამეფო კლუბს კატალონიური გიგანტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია..
"ამჟამად ”ბარსელონა ”რეალზე” ერთი თავით მაღლა დგას. გუნდი ახალი შექმნილია. ახალ ფეხბურთელებს ბლაუგრანასთვის კონკურენცის გაწევა შეუძლიათ.”
მორიენტესმა კარიერაში 573 მატჩი ჩაატარა და 204 გოლი გაიტანა. ესპანელს ინგლისშიც გაუგორებია ბურთი. იგი ”ლივერპულის” ღირსებასაც იცავდა.
წყარო:goal.com
- 31 აგვისტო 2010
- 2 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.