პერესი შეშფოთებულია - პრეზიდენტმა ვინის მდგომარეობა პირად კონტროლზე აიყვანა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ვინისიუს ჟუნიორის მდგომარეობით შეშფოთებულია...
ექიმ რიპოლისთან კომუნიკაციის შემდეგ პერესი დარწმუნდა, რომ საქმე იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ვინის დაბრუნება თებერვლის დასაწყისში შეუძლია, თუმცა რიპოლიმ მადრიდში განგაშის ზარი შემოკრა და პრეზიდენტს აუხსნა, რომ ვინის მოედანზე თებერვალში გასვლა არ შეიძლება.
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს ტრავმის რეციდივი დაუფიქსირდება, შესაძლოა 4 თვეზე მეტის გამოტოვება მოუწიოს, სწორედ ამიტომ ფლორენტინო ვინის მდგომარეობას პირად კონტროლზე აიყვანს და სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელის მოედანზე გაყვანის უფლებას მხოლოდ მაშინ მისცემს, როდესაც ყველაფერი უკან იქნება მოტოვებული.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ბრაზილიელის დაბრუნების ახალ თარიღად მარტის მეორე ნახევარი მიიჩნევა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 19 ნოემბერი 2023
- 1 197
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.