ვინისიუსის დიაგნოზი დამძიმდა - ვინი მოედანს დიდხანს ჩამოშორდება!
დოქტორი რიპოლი, რომელიც საკუთარი მიმართულებით, არამედ სრულიად ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება, ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით „რეალს“ იმედებს ვერ აძლევს...
ჯერ კიდევ გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ვინის მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 2 თვე და 2 კვირა დასჭირდებოდა, თუმცა რიპოლი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელისთვის საჭირო იქნება სამთვენახევარი, შემდეგ კი ყველაფერი კუნთზე იქნება დამოკიდებული.
რიპოლიმ „რეალის“ სამწვრთნელო შტაბს განუცხადა, რომ ეს არის წერტილი, რომელიც ვინის სისწრაფის განვითარების საშუალებას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის კურსი სრულფასოვნად არ ჩატარდება და ფეხბუღთელის მდგომარეობა 100%-ით არ შეფასდება, იარსებებს რეციდივის რისკი, რომელიც ფეხბურთელს მოედანს კიდევ უფრო დიდი ხნით ჩამოაშორებს.
რიპოლისთან კონსულტაციის შემდეგ „ბლანკოსში“ გაიგეს, რომ ვინი შესაძლოა არა თებერვლის დასაწყისში, არამედ მარტის მეორე ნახევარში დაბრუნდეს.
- 19 ნოემბერი 2023
- 3 952
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.