მეტი შანსი ხოსელუს და ბრაჰიმ დიასს
ვინისიუს ჟუნიორი გუნდს დიდხანს გამოაკლდა, ანჩელოტის კი იმ ფორმაციაზე დაბრუნება მოუწევს, რომელსაც სექტემბერში იყენებდა, მაშინ ვინი გუნდთან ერთად არ იყო, „რეალის“ შეტევის ხაზს კი ხოსელუ და როდრიგო აძლიერებდნენ...
ის, რომ ხოსელუ მატო გაცილებით მეტ დროს მიიღებს, ვიდრე ვინისიუსის ჯანმრთელად ყოფნის დროს იღებდა ფაქტია, თუმცა ახლა ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მოედანზე გაცილებით ხშირად გამოჩნდება ბრაჰიმ დიასიც, რომელმაც გასულ მატჩებშიც დაამტკიცა, რომ გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
კარლო ანჩელოტის ვინი მინიმუმ 13 დაპირისპირებაში დააკლდება, რაც თავისთავად მოითხოვს არსებული რესურსის გამოყენებას.
იმ ფონზე, რომ გუნდს ნახევარდაცვაშიც პრობლემები აქვს, ანჩელოტიმ ბრაჰიმს ნახევარდაცვაშიც გამოიყენებს.
ამ ეტაპზე სამეფო კლუბს შუა რგოლში მხოლოდ ფედე ვალვერდე, მოდრიჩი და კროოსი ჰყავს, თუმცა მალე გამოჯანმრთელდება ჯუდ ბელინგემიც.
ხოსელუს მატოს კი მართლაც ისტორიული შანსი აქვს იმისა, რომ შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს და ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნოს.
- 19 ნოემბერი 2023
- 486
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.