„ჩელსი“ დეივისისთვის 90 მილიონს ამზადებს
როგორც ჩანს, მადრიდის „რეალს“ ალფონსო დეივისისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა...
ლონდონის „ჩელსი“ 2024 წლის ზაფხულში კანადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც „ბაიერნისთვის“ ძალიან საინტერესო წინადადება უნდა იყოს, თანაც იმ ფონზე, რომ „რეალის“ შეთავაზება მხოლოდ 50 მილიონია.
მადრიდში კი მიაჩნია, რომ ალფონსო ლონდონში გადასვლაზე უარს იტყვის და მისი არჩევანი „ბლანკოსი“ იქნება, ამ პოზიციას კი „რეკორდმაისტერმა“ პატივი უნდა სცეს.
როგორც ჩანს, „არისტოკრატები“ სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ კოლოსალური თანხების დახარჯვას გეგმავენ.
- 16 ნოემბერი 2023
- 706
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.