ანჩელოტის ერთადერთი ალტერნატივა კროოსია!
მადრიდის „რეალს“ ჩამშლელი ნახევარმცველი აღარ დარჩა, საკლუბო სეზონის განახლების შემდეგ კი კლუბს 3 დღეში ერთხელ მოუწევს მატჩების ჩატარება...
იტალიელი სპეციალისტი ნახევარდაცვის ფორმირებაზე ფიქრს უკვე იწყებს და ხვდება, რომ ჩამშლელის პოზიციაზე ტონი კროოსის გარდა აღარავინ ჰყავს, ვინაიდან ფედერიკო ვალვერდემ სულ სხვა ფუნქციების შეთავაზება დაიწყო.
ჩუამენის და კამავინგას არყოფნა პირდაპირ ზრდის ლუკა მოდრიჩის შანსებს, სწორედ ამიტომ ტონისა და ხორვატის ლეგენდარულ დუეტს მოედანზე რამდენჯერმე მინიმუმ ვიხილავთ.
ამ ეტაპზე სამეფო კლუბში მხოლოდ 4 ჯანმრთელი ნახევარმცველია მოდრიჩის, კროოსის, ვალვერდეს და ნიკო ფაზის სახით. ბელინგემი აღდგენით პროცესს მალე დაასრულებს, ხოლო სებალიოსს, კამავინგას და ჩუამენის სპეციალური დავალებების შესრულება კიდევ რამდენიმე კვირის მანძილზე მოუწევთ.
- 16 ნოემბერი 2023
- 1 164
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.