ანჩელოტი:„ის არის საუკეთესო მოთამაშე, ვისთანაც „რეალში“ მიმუშავია“
კარლო ანჩელოტიმ ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად „რეალის“ ევროპული სკოლის სტუმრებთან შეხვედრა გამართა, სადაც სამეფო კლუბსა და მის პირად გამოწვევებზეც ისაუბრა...
„მადრიდის „რეალი“ არის ყველაზე დიდი კლუბი მთელ მსოფლიოში და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ, საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ გულშემატკივრებს, რომლებიც ასევე ჩვენი ოჯახის წევრები არიან. აქ არის განსაკუთრებული ერთობა, განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ყველა ფეხბურთელს ეხმარება მაქსიმუმის მიღწევაში. ხაზგასმით ვამბობ, რომ ისტორია და ოჯახური მიდგომა, რომელიც „რეალში“ არსებობს, ფასდაუდებელია.“
„ლა დესიმა მართლაც საოცრება იყო, მაგრამ იმ მომენტის შემდეგ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა კიდევ 4-ჯერ მოიგო. იმედი მაქვს, სასიამოვნო ტრადიცია გაგრძელდება და კლუბი ევროსარბიელზე წარმატებული იქნება.“
„ფეხბურთი შეიცვალა, იცვლება და მომავალშიც შეიცვლება. 90-იანები წლების ფეხბურთი სულ სხვა იყო, დღეს მოთამაშეები რადიკალურად განსხვავებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, არის მეტი მოძრაობა და რაც მთავარია სპორტული მიდგომა. მე ადაპტაცია კარგად გავიარე, ამას დანამდვილაებით ვამბობ, რადგან უკვე 30 წელიწადია სამწვრთნელო საქმიანობას ვეწევი და არაერთი ეპოქის ფეხბურთელები მინახავს.“
„ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა, ჩემი სამწვრთნელო შტაბი ხშირად მეუბნება, რომ „ძველი სკოლა“ ვარ, მაგრამ ადაპტაციას კარგად ვახდენ და ვცდილობ, აღნიშნული პროგრესი სასიკეთოდ მოვიხმარო.“
„თუ გინდა წარმატებას მიაღწია, უნდა ეცადო, რომ ინტელექტუალური მოთამაშეები შეიძინო, რომელსაც ასევე აქვთ თვითრწმენა.“
„მეთოთხმეტე თასი მართლაც საოცრება იყო. ვერ აგიღწერთ, რა გრძნობა ჰქონდათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებმაც იმ სეზონში გამოცდილი ფეხბურთელებისგან ძალიან დიდი ძალა მიიღეს. როდესაც „პსჟ“ დავამარცხეთ, არანორმალურად დიდი მუხტი მივიღეთ, რასაც მოჰყვა დამაჯერებელი მატჩები „ჩელსისთან“, შემდეგ კი საოცრება „სიტისთან“. როდესაც ფინალში გავედით ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით და „ლივერპულის“ ბარიერი დაძლეული იქნებოდა.“
„ჩემი მწვრთნელობის პირველი და მეორე ეტაპი განსხვავებული იყო, ახლა გუნდში სულ სხვა შემადგენლობაა, მაშინ კი რადიკალურად განსხვავებული ფორმაცია და სტილი გვქონდა. საუკეთესო მოთამაშე? რა თქმა უნდა, კრიშტიანო. ის „რეალის“ ისტორიის ახალი ფურცლის შემქმნელია.“
- 16 ნოემბერი 2023
- 6 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.