„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კასტილიელებთან ერთად ივარჯიშეს. ორდღიანი შესვენების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა...
ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, კარში დარტყმების კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და სტანდარტებს.
ნაკრებსმიღმა დატვირთული ფეხბურთელები ამ კვირაში ახალგაზრდებთან ერთად ივარჯიშებენ, მომდევნო კვირიდან კი „კადისთან“ მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან.
- 14 ნოემბერი 2023
- 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.