პერესს ალონსოსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს ჩაბი ალონსოსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე აქვს. სწორედ ამიტომ, „რეალი“ „ლევერკუზენს“ კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას - 15 მილიონ ევროს ზაფხულში გადაუხდის...
მხარეები არ საუბრობენ შეთანხმებაზე, რომელიც სიტყვიერად უკვე არსებობს და ყალიბდება სამოქმედო გეგმაც, ვინაიდან თვლიან, რომ კარლო ანჩელოტის ამ სეზონში მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.
„რეალი“ პატივს სცემს კარლიტოს და კონტრაქტს, რომელიც იტალიელს სეზონის ბოლოს ეწურება.
არაერთი გამოცემის, ინსაიდერის თუ საფეხბურთო ანალიტიკოსის ცნობით, მომდევნო სეზონიდან ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების თავკაცი იქნება, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს კი ჩაბი ალონსოს ჩააბარებენ და „რეალს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოწესრიგებული აქვს.
- 14 ნოემბერი 2023
- 1 722
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.