ხუანდე რამოსი:„რომ არა მსაჯი, „ელ კლასიკო“ 2-6 არ დასრულდებოდა“
„ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით სასამართლოში არაერთი პირია გამოკითხული, რომელიც წლების წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა კი „ელ კლასიკო“ გაიხსენა...
„მოდით, ყველა შევთანხმდეთ, რომ ფეხბურთი მცირე დეტალებისგან შედგება. შესაძლოა 0-4 წააგო, მაგრამ თამაშის სურათი სულ სხვა იყოს.“
„ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საღამო ბერნაბეუზე დაფიქსირდა, როდესაც „ბარსელონასთან“ თამაშს ვიგებდით, შემდეგ კი 2-6 წავაგეთ. იქ იყო რამდენიმე საკვანძო მომენტი და მსაჯის აბსოლუტურად უაზრყო გადაწყვეტილება, რასაც შემდეგ „ბარსელონას“ გოლი და „რეალის“ ფეხბურთელების ფსიქოლოგიური განადგურება მოყვა.“
„როდესაც ანგარიში 1:2-ია, ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებ, მაგრამ როდესაც უსამართლოც ხდება 1-3 და ზეწოლა იმატებს, შენც გიჭირს გონსმოგება.“
„არ ვამბობ, რომ იმ მატჩში „ბარსელონა“ გაცილებით უკეთესი ფეხბურთი არ ითამაშა, მაგრამ რომ არა მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილება, რამაც კატალონიელთა წარმატებაზე ირიბად იმოქმედა, ტაბლოზე ეს ანგარიში არ დაფიქსირდებოდა.“
- 14 ნოემბერი 2023
- 1 709
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.