„ის პედრიზე და გავიზე უკეთესია“-მიმართვა ფლორენტინო პერესს!

ესპანური გამოცემების ცნობით, ხუნი კალაფატმა ფლორენტინო პერესთან სამომავლო გეგმებზე შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ კალაფატის ხედვები მართლაც საოცარია, მისი ყველა პროგნოზი გამართლდა, სწორედ ამიტომ მადრიდში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ ხუნის აღმოჩენილია ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში, ედერ მილიტაო, კამავინგა და სხვები...

ესპანური მედია იუწყება, რომ კალაფატმა ფლორენტინო პერესს ნიკო ფაზისადმი მეტი ნდობის გამოცხადება სთხოვა. „ის პედრიზე და გავიზე უკეთესია, სწორედ ამიტომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს შესაძლებლობების დასამტკიცებლად“-სწორედ ამ სიტყვებით მიმართა კალაფატმა ფლორენტინო პერესს.

ნიკომ ამ სეზონში უკვე 2-ჯერ ითამაშა, ერთხელ ლა ლიგაში, ხოლო მეორედ ჩემპიონთა ლიგაზე., თუმცა ნახევარდაცვაში არსებული არანორმალური კონკურენციის პირობებში შანსი ნაკლებად ეძლევა.

კალაფატი მიიჩნევს, რომ მოდრიჩის წასვლის შემდეგ გუნდმა დამატებით ნახევარმცველი აღარ უნდა შეიძინოს, ვინაიდან „რეალში“ უკვე თამაშობს ნიკო ფაზი.

  • Hala
  • 14 ნოემბერი 2023
  • 6 550
  • 3

1

14 ნოემბერი 2023 12:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ხუნიმ იცის თემა მაგრამ განსაკუთრებული მანევრირებით ნაღდად არ გამოირჩევა ნიკო, პედრის კკიდევ ეგრევე ეტყობოდა!

გავი ვინაა ვაფშე, ვინ უწოდა იგროკი

2

14 ნოემბერი 2023 13:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 581
ციტატა: Batumski
ხუნიმ იცის თემა მაგრამ განსაკუთრებული მანევრირებით ნაღდად არ გამოირჩევა ნიკო, პედრის კკიდევ ეგრევე ეტყობოდა!


ერთი და ორი თამაშით ფეხბურთელის შეფასება რთულია მეგობარო. მაგალითისთვის გეტყვი - პირველად კაკას თამაში რო ვნახე მეთქი ეს შენელებული კადრი ვინაა, არც ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მოძრაობებით, მაგრამ სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ზებუნებრივი სისწრაფით - გინდა უბურთოდ და გინდა ბურთიანად.

მოძრაობებსა და გადაადგილებებს რაც შეეხება. კიდე ერთი მოსაზრება მაქვს. შებოჭილი შეიძლება ყოფილიყო. ნუ ეს ბუნებრივი მომენტია. როცა ბერნაბეუზე პირველად გამოდიხარ მინდორზე ფსიქოლოგიური წნეხი უდიდესია, ეს მომენტი უნდა გადალახო რო ბოლომდე გაიხსნა და სიამოვნება მიიღო. ფიზიკურად ესტებიან კამბიასოს ჩამოგავს, რომელიც თავის დროზე ვერ დააფასეს სათანადოდ და კი გაუხდათ თავშისაცემი ხელები. რა ფეხნურთი ითამაშა ტიპმა

დაველოდოთ. მომავალი გვიჩვენებს. მე რატომღაც მეიმედება
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

3

14 ნოემბერი 2023 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ძაან მაგარი ბიჭია ფაზი. ვალვერდეზეც ეგრე ამბობდნენ, როგორ მახსოვს 1 წელია რეალის ზამენაზეა და საგოლე პასიც კი არ აქვს ჯერო მაგრამ ეხლა რა ფეხბურთს თამაშობს კი ვხედავთ ყველა.
უნიჭიერესია ეს ბავშვი ყველაფერი გამოსდის, პასიც იცის დარტყმაც და ბურთსაც იდეალურად ანაწილებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)