პელეგრინის დასაწყისი კარგი იყო, ჟოზესი ცუდი!
გასულ წელს მადრიდის "რეალმა" პირველი თამაში "დეპორტივოს" წინააღმდეგ გამართა. პელეგრინის გუნდმა გამარჯვება იზეიმა. მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.
თეთრებმა ლა ლიგა ძალიან ცუდად დაიწყეს, ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა. მადრიდისტებს ბევრი კარგი შანსი ჰქონდათ გოლის გატანის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს. "სამეფო კლუბი" 2 ქულით ჩამორჩება კატალონიის ბარსელონას.
გასულ სეზონშზი პელეგრინის დასაწყისი უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე წელს. "რეალმა" კარგად ითამაშა, მაგრად გუნდმა გამარჯვება ვერ შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი და ბევრი ახალი ფეხბურთელები ჰყავს, ბევრ მათგანს პრობლემები აქვს ესპანურ ენასთან დაკავშირებით, რაც მათ ადაპტაციას ართულებს.
მართალია ლა ლიგა ცუდად დაიწყო, მაგრამ ეს თამაში არაფერს არ წყვეტს. ლა ლიგაზე კიდევ 37 მატჩია ჩასატარებელი, რეალს ამ თამაშებში 111 ქულის მოპოვება შეუძლია. ახლა ჟოზემ და მისმა გუნდმა შეცდომებზე უნდა იმუშაონ, "ბლანკოსმა" ცუდად არ ითამაშა, უბრალოდ მათ არ გაუმართლა. მადრიდისებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ამით არაფერი იწყება და არაფერი მთავრდება.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 31 აგვისტო 2010
- 2 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.