პერესი:„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“
„რეალის“ გენერალურ ასამბლეაზე ფლორენტინო პერესმა შეკრებილ პუბლიკას სიტყვით მიმართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა..
„საუბრის პირველ ეტაპზე მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს ვივიწყებთ ლეგენდებს და ყველა მათგანი გვახსოვს. ამანსიო ამარო „რეალის“ ერთ-ერთი სიმბოლო იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩება მადრიდისტების გულებში. ამარო „რეალის“ სადარაჯოზე 14 სეზონის განმავლობაში იდგა, მისი როლი „ბლანკოსის“ ისტორიის ფორმირებაში უდიდესია.“
„ასევე განსაკუთრებულად უნდა ვახსენოთ კლუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფერნანდო ფერნანდეს ტაპიასი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაგვტოვა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც ყველა შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო და ჩამოყალიბდა „ბლანკოსის“ სიმბოლოდ.“
„მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რაც კი ოდესმე ამიღია, რადგან ამ კლუბს აქვს მდიდარი ისტორია და განსაკუთრებული ღირებულებები. თაობიდან თაობას გადაეცემა ის ის ტრადიცია მიდგომები, რომელიც კლუბში არსებობს. 121 წლის განმავლობაში კლუბი ვითარდება, საფუძველი კი თავდადება, თავგანწირვა, გერბის სიყვარული და პასუხისმგბლობის აღქმაა.“
„ჩვენი პარტნიორები ძალიან დიდ როლს თამაშობენ კლუბის წარმატებაში, რომელმაც ბოლო 13 სეზონის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მიმართულებით საოცარი მაჩვენებლები გვაქვს.“
„ჩვენი ოცნება მალე ახდება და სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია დასრულდება. ამ პროექტში დიდი ძალისხმევა ჩადო თითოეულმა თქვენთაგანმა და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების დიდმა არმიამ, რომლებმაც დისკომფორტის მიუხედავად, „ბლანკოსის“ მიმართ ყურადღება არ მოადუნეს. ეს იქნება ულტრამოდერნიზებული, მსოფლიოში გამორჩეული არენა, რომელიც არაერთ დაუვიწყარ საღამოს უმასპინძლებს.“
„ბერნაბეუს ტრანსფორმაციის დროს არაერთ დაბრკოლებას წავაწყდით, პანდემია ნამდვილად რთულად დასაძლევი გამოწვევა გახლდათ, რამაც ჩვენი დღისწესრიგი შეცვალა. ეს არის მეგა ეკონომიკური პროექტი, რომლის ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ძალიან ბევრი გარემოება. საშინელი ფაქტორი გახლდათ უკრაინაში არსებული ომი, სამშენებლო მასალების კატასტროფული გაძვირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აკუმულირდებოდა იმ დანახარჯებში, რაც სტადიონის რეკონსტრუქციისთვის იქნა გაღებული.“
„სპორტული პროექტები ამართლებს, მთავარი ინდიკატორი კი რა თქმა უნდა შედეგია, რომელიც საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებს აქვთ. ჩვენი გუნდი აგრძელებს წინსვლას.“
„ეს გუნდი არასდროს დაიღლება გამარჯვებით, რადგან ამ გუნდს მადრიდის „რეალი“ ჰქვია, რომელსაც თავის მხრივ წარმოადგნს კარლო ანჩელოტი. იტალიელი სპეციალისტი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. ანჩელოტიმ ათწლეულების მანძილზე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი არის იმ პრაგმატული და მიზანდასახული სტრატეგიის შედეგი, რომელიც მადრიდში შეიქმნა.“
„წინა დღეებში უდიდესი ნაბიჯები გადავდგით წინ, როდესაც ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგოს, ედუარდო კამავინგას და ფედერიკო ვალვერდეს კონტრაქტები გავუხანგრძლივეთ, ისინი მომავლის „რეალს“ შექმნიან. აქვე მსურს დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო ედერ მილიტაოს და ტიბო კურტუას, ისინი ტრავმის მკურნალობის ურთულეს პროცედურებს გადიან და პროფესიონალიზმს იჩენენ.“
„წინსვლას განაგრძობს ქალთა ფეხბურთი, რაც სრულიად ახალი პროექტია. ჩვენი ქალთა გუნდის მწვრთნელი მართლაც შესამჩნევ სამუშაოს ასრულებს და ჩვენგან უდიდესი ნდობით სარგებლობს.“
„პროგრესია „რეალის“ აკადემიაში. ჩვენს მიერ აღზრდილი 44 ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშობს, მსგავსი შედეგი კლუბის ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა და მივიჩნევ, რომ ეს უდიდესი შრომის შედეგია.“
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტადიონი 2022/23 წლების სეზონში სრულად ვერ იტვირთებოდა, ყველა შემოსავლის გათვალისწინებით, ჯამურად მიღებულმა თანხამ 843 მილიონი ევრო შეადგინა, ხარჯმა კი 831, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფთა მოგება 12 მილიონია.“
„აუცილებლად უნდა ვისაუბრო მადრიდის „რეალის“ ფონდზე, რომელსაც დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და საქმიანობას არაერთი ვალდებულების შესრულებით განაგრძობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიდგეთ ისეთი ადამიანების გვერდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“
„ფეხბურთი განიცდის უპრეცედენტო ინსტიტუციურ კრიზისს. ყველა დონეზე, როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებოს მენეჯერების დიდი არმია, რომლებიც გულშემატკივრებზე ფიქრის გარეშე მოქმედებენ. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ფეხბურთმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანოს გულშემატკივრების უდიდესი რაოდენობა მთელს მსოფლიოში.”
„„ევროპული ფეხბურთი არ ეკუთვნის უეფას პრეზიდენტს. ესპანური ფეხბურთი არ არის ლა ლიგის პრეზიდენტის საკუთრება. ფეხბურთი არავის მონოპოლია არ არის, რადგან ფეხბურთი ყველას ეკუთვნის. სუპერლიგის მიზანი ძალიან ნათელია: შესთავაზოს პუბლიკას საუკეთესო საკლუბო შეჯიბრი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდეს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების მაქსიმალური პატივისცემა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალე და თანამედროვე კორპორატიული მმართველობის სტრუქტურები, რომელიც იდგება 21-ე საუკუნისთვის შესაბამის სიმაღლეზე და ექვემდებარება ევროკავშირის პრინციპებსა და კანონებს“.
„სუპერლიგის პროექტმა ამ ხნის განმავლობაში არაერთ დეზინფორმაცია და მანიპულაციას გაუძლო, მიმდინარეობს მუდმივი კამპანიები, რომელიც პროექტს აზიანებს. ამ ადამიანებს სურთ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ჩვენი პროექტი ფეხბურთს არ გამოადგება და ლიგებს დაასუსტებს, ეს ი სრული სიცრუეა, რადგან იქნება ეროვნულ ლიგებთან და კალენდართან შესაბამისობაში მყოფი, თავსებადი ტურნირი. ეს იქნება სრულიად დემოკრატიული ტურნირი, რომლის მიზანია ფეხბურთის მოდერნიზება და გაძლიერება.“
„ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე მოდელში ბოლო იქნება. ახალი ევროტურნირი, რომელიც შემოგვთავაზეს, სრულიად გაუგებარია, სადაც არ არსებობს ორმხრივი შეჯიბრებები. ეს არის უჩვეულო, აბსურდული და უაზრო საფეხბურთი პროექტი. ახალი ფორმატი, რომელსაც გვთავაზობენ კარგად ერგება „უეფას“ ხელმძღვანელობის მმართველობის პოლიტიკურ სისტემას, რომელზეც დამოკიდებულია მათი ხელახლა არჩევა ლიდერებად. აქ არ არის გათვალისწინებული საზოგადოების დაკვეთა, ფეხბურთელების მოთხოვნები და კლუბის საჭიროებები.“
„უეფა“ აგრძელებს შეჯიბრების მართვას ისე, როგორც ამას 30 წლის აკეთებდა. არ გვაქვს არანაირი სიახლე, მოდერნიზება, არანაირი გამჭვირვალობა. ჩვენ ვნახეტ არაერთი მაგალითი, როდესაც მსხვილი კორპორაციები, რომლებიც თავიანთ სექტორებში დაუმარცხებლები ჩანდნენ გაკოტრდნენ, რადგან არ ადაპტირდებოდნენ თანამედროვე მოთხოვნებთან და არ შეესაბამებოდნენ საზოგადოების დაკვეთას. ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელია ფეხბურთშიც. ჩემპიონთა ლიგა გაუქმდება და საზოგადოების მხრიდან მიმზიდველობას დაკარგავს, თუმცა სიახლეები არ დაინერგა, ამ ტურნირს მომავალი ვერ ექნება.“
„ჩემპიონთა ლიგა მიმდინარე, ან მომავალი ფორმატით ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ეს ფორმატი გასაუქმებელია. მე არ ვებრძვი სხვებს, ჩვენ არ გვსურს სხვებთან უთანხმოებაში შესვლა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ფეხბურთის განვითარებაში.“
„ვიმედოვებთ, რომ 21 დეკემბერს ევროკავშირის სასამართლოს რეზოლუცია ჩვენს საქმესთან დაკავშირებით ახალი ეპოქის დასაწყისის მომასწავებელი იქნება.“
- 11 ნოემბერი 2023
- 6 778
- 4