პერესს დეივისის და მბაპეს შეძენა სრულად დააკმაყოფილებს
ესპანური გამოცემების ცნობით, 2024 წელს „რეალის“ 2 ტოპ პრიორიტეტი ალფონსი დეივისის და მბაპეს დამატება იქნება...
პერესი სრულად დაკმაყოფილდება, თუ ამ შეთანხმებებს მიაღწევს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ახლა „რეალის“ ყველაზე სუსტი წერტილი ცენტრ-ფორვარდი და მარცხენა მცველია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით, ენდრიკ ფელიპე „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში უნდა შეუერთდეს, რაც თავისთავად ნიშნავს შეტევითი რესურსის კიდევ უფრო ზრდას.
ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი ზემოაღნიშნულ ტრანსფერებზე ძალიან აქტიურად მუშაობს და ცდილობს, რომ ზაფხულის დასაწყისში ყველაფერი დაზუსტებული ჰქონდეს.
- 11 ნოემბერი 2023
- 844
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.