როდრიგო:„კიდევ ბევრ გოლს გავიტან, ეს მხოლოდ დასაწყისია“
როდრიგო გოეშმა „ბრაგას“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „რეალი“ 1/8 ფინალში გავიდა. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე და საგოლე პასი გავაკეთე. ასევე ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შევძელი.“
„2-3 კვირის წინ საუკეთესო მომენტი არ მქონდა, მაგრამ მწვრთნელი მხარში მედგა, ამისთვის დიდი მადლობა ანჩელოტის. კარლო საოცარი სპეციალისტია.“
„გუნდს გოლების გატანის პრობლემა არ აქვს. ეს იყო საოცარი საღამო, მრავალფეროვანი მომენტებით და გულშემატკივრებთან კომუნიკაციით.“
„ლუნინმა არამხოლოდ პენალტი, არამედ რამდენიმე საოცარი დარტყმა მოიგერია. უკრაინელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.“
- 9 ნოემბერი 2023
- 504
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.