ანჩელოტი:„მის მიმართ უსამართლოდ მოვიქეცი“
კარლო ანჩელოტიმ „ბრაგასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„კეპა არიზაბალაგამ მატჩის წინ დისკომფორტი იგრძნო, მას პრობლემა კუნთზე აქვს. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია, მაგრამ ექიმების დასკვნას უნდა დაველოდოთ. ანდრეი ლუნინმა ესპანელი კიპერი სრულფასოვნად შეცვალა და პენალტის მოგერიებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ძალიან თავდაჯერებულად ითამაშა.“
„4-იდან 4 მატჩი მოვიგეთ და აქტივში 12 ქულა გვაქვს. მსგავსი შედეგი მხოლოდ სამმა გუნდმა დააფიქსირა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროსარბიელზე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩვენ მომდევნო 2 ტურში სრული პასუხისმგებლობით ვითამაშებთ და მაქსიმალური შედეგებით დაფიქსირებას შევეცდებით.“
„რატომ არ ითამაშა გიულერმა? მაინც დავინახე რისკები, სწორედ ამიტომ, მოედანზე არ გავიყვანე. ის სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.“
„პიკეს ვეტყოდი, რომ ის ალბათ თავის სამყაროში ცხოვრობს. „რეალის“ არცერთ ქომაგს არ დაუვიწყებია ჩემპიონთა ლიგის 14 ტიტული. ეს პატარა მიღწევა არ არის.“
„დიდი პატივია, რომ წლების მანძილზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ჩემი გუნდები იღებენ მონაწილეობას. ამისთვის მადლობას ვუხდი ყველა კოლექეტივს, რომელიც აქამდე გამიწვრთნია.“
„ბრაჰიმ დიასმა ბელინგემის პოზიციაზე ითამაშა და შესანიშნავი იყო. მან აჩვენა პროფესიონალიზმი, თავდადება და თავგანწირვა, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანა მოახერხა.“
„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც გარკვეულ მომენტში უჭირთ გოლის გატანა. ამ დროს მოთამაშეს თავდაჯერება უნდა მისცე. სწორედ ასე მოვიქეცი როდრიგოსთან მიმართებაში და შედეგიც მივიღეთ, ბრაზილიელმა გოლების გატანა დაიწყო.“
„შესაძლოა ბრაჰიმის მიმართ უსამართლოდ ვიქცეოდი და ის მეტ დროს იმსახურებდა.“
„დიასი ამ პოზიციაზე საუკეთესოდ ავლენს შესაძლებლობებს, მაგრამ აღნიშნული ადგილი ბელინგემს ეკუთვნის.“
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ვარჩევ რჩევებს. არასდროს მქონია კომუნიკაციის პრობლემა და მივიჩნევ, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა და ზოგადად, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კოლაბორაცია ყოველთვის მოიტანს წარმატებას.“
„მბაპე მადრიდში ჩამოვიდა? ამ კითხვას არ ვპასუხობ, რადგან ჩემი საქმე არ არის.“
„ვინისიუსი პირველ ტაიმში ნაკლებად ეფექტური იყო, მეორეში კი საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, გოლიც გაიტანა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვინის ძალიან მოსწონს როდრიგოსთან ერთად შეტევაში ყოფნა.“
- 9 ნოემბერი 2023
- 3 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.