ნაჩო:,,ანჩელოტი გუნდში სიმშვიდის გარანტია"

ნაჩო ფერნანდესმა „ბრაგასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„„რეალში“ განწყობა არ იცვლება. გუნდი „ბრაგასთან“ მატჩს ისე ხვდება, როგორც ყოველთვის. მიზანი გამარჯვებაა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„არდა გიულერს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. თურქი მოედანზე გამოჩნდება და ყველას დაუმტკიცებს რა შეუძლია, მან ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის. არდა ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი დრო აქვს შესაძლებლობების გამოსავლენად.“

„ბელინგემს გამარჯვებულის „დნმ“ აქვს, ისევე როგორც მადრიდის „რეალს“, მას მარტო მოგება და წარმატება იზიდავს და სხვაზე არაფეზე ფიქრობს. ინგლისელი ნამდვილად არის „ბლანკოსის“ საუკეთესო შენაძენებს შორის.“

„ვინისიუსთან ბევრი მისაუბრია. სამწუხაროდ, ბრაზილიელთან დაკავშირებით ბევრი პროვოკაცია არსებობს, რაც სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვზრუნავთ მასზე. თუ კარლეს პუიოლს მასთან საუბარი სურს, პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ.“

„ჩემი როლი ყოველთვის განსხვავებოდა მოდრიჩის როლისგან. მე ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა მიწევდა, ლუკა კი უცვლელი წევრი იყო, სწორედ ამიტომ, სათადარიგო სკამზე ჯდომას ის შესაძლოა უფრო რთულად აღიქვამდეს.“

„დარწმუნებული ვარ, როდრიგო და ვინისიუსი მომდევნო მატჩებში ბევრი გოლის გატანას შეძლებენ. არ ვიცი, რამდენად მოეთხოვებათ მათ იმდენივე გოლის გატანა, რამდენიც ბენზემას მოეთხოვებოდა, ვინაიდან ფრანგი სუპერ ფორვარდი იყო, ბრაზილიელებს კი რეალურად განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ.“

„ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობა მივიღე და მსურს, რომ „ბრაგას“ წინააღმდეგ სასტარტოში ვიყო, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.“

„„რეალს“ ბრწყინვალე აკადემია ჰყავს. გამოიკვეთა არაერთი კონტური და ასპარეზზე გამოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა კასტილიელი, რომელიც ძირითად გუნდში თამაშის კარგ შანსს ფლობს. ეს არის ნახტომი, რომელიც უნდა გააკეთო, სწორედ ამიტომ, ბევრი მუშაობა გმართებს. ვიცი, რამდენად რთულია მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში, მაგრამ თუ იშრომებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ.“

„„ბრაგა“ დინამიური გუნდია, რომელსაც შეტევაში დიდი რესურსი აქვს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გველის.“

„ანჩელოტის მომავალი? ვფიქრობ, მან აქ დიდი ხნით დარჩება დაიმსახურა. განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელიც იტალიელს აქვს, ფეხბურთელებს გადაეცემათ. ანჩელოტიმ „რეალის“ ფეხბურთელებს წლების მანძილზე გამოცდილება გაუზიარა, თუ ის თანამდებობას დატოვებს, რა თქმა უნდა დამწუხრებული ვიქნები, თუმცა ვფიქრობ, რომ მას უნდა ესაუბროთ და არა მე.“

„გონსალო ინასიო? ტრანსფერზე არ ვფიქრობ, რადგან ახლა სეზონი გახურების პროცესშია. ტრანსფერებზე გუნდები სატრანსფერო ფანჯრის დროს მუშაობენ.“

  • Bernabeu
  • 7 ნოემბერი 2023
  • 3 214
  • 9

1

7 ნოემბერი 2023 22:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 150
ნაჩო მართლა გულით არის შეყვარებული რეალზე, ამდენი წელია ერთგულად არის რეალის მიმართ.ბევრ ტოპ კლუბში შეეძლო წასვლა და ძირითადში ყოფნა მაგრამ ბოლომდე ერთგული დარჩა.იმედია აქ დაასრულებს კარიერას.ასეთი დონი მცველი და თან უნივერსალი კარგად ხანია არ ყოლია რეალს და არც სხვა ტოპ კლუბებს
იმედია შესაფერისად დააფასებენ

იქით ბარსას როგორ აპრესინგებენ მაგრად მეცინება და კიდევ ზოგ *ლეს რომ ჯერა ბარსას დიდი ფეხბურთის თამაშის.რამდენი ფულები ხარჯებს და ამაყობდნენ შემადგენლობით.კიდე ვერ ისწავლეს ჭკუა სიტიდან რომ არ უნდა წამოიყვანონ არავინ მაგრამ არ ეშვებიან პეპს.ასე გონიათ მაგათზე ფიქრით არ ძინავთ.ფერან ტორესი,გარსია,კანსელო და ოლქში.ესენი კარგი რომ ყოფილიყო ვინ გაუშვებდა,გამოწურა პეპმა ბოლომდე და მიუგდო ბარსას
იქით კიდე ლევანა ტოპ ფორვარდი.ბაიერნს რაც მახსენდება ერთი კროოსში არ გაუმართლათ რომ გაყიდეს თორე დანარჩენი ვინც წავიდა მაგენიდან არავის არ უთამაშებია დიდი ფეხბურთი

2

7 ნოემბერი 2023 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: Raul bravo
ბევრ ტოპ კლუბში შეეძლო წასვლა და ძირითადში ყოფნა

მაგალითად რომელში?

3

7 ნოემბერი 2023 23:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
მილანმა დღეს თუ მოუგო პესეჟეს ჯგუფში მაგარი დაიძაბება სიტუაცია იქნებ ჩატოვონ ხალიფა.

4

7 ნოემბერი 2023 23:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 150
ციტატა: kontaqti
ციტატა: Raul bravo
ბევრ ტოპ კლუბში შეეძლო წასვლა და ძირითადში ყოფნა

მაგალითად რომელში?

იტალიიდან იუვე,ინტერი და მილანი ეჩალიჩებიდა
ინგლისიდან ლივერპული

5

7 ნოემბერი 2023 23:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ბარსელონას თამაშში ამდენი ჩაწოდება ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვსს

ისე გავი და ვინისიუსი ერთ გუნდში რა კარგი სანახავები იქნებოდნენ, ოღონდ არა რეალში

6

7 ნოემბერი 2023 23:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 150
ჩემი ნება რომ იყოს ვინის ეგრევე გავყიდი.30 ოქროს ბურთი რომ მოიგოს სხვა კლუბში არ დავინანებ
როგორც პოტენციალი ძალიან მაგარი აქვს მაგრამ გუნდის ლიდერობამ ძალიან გააბლატავა და ხარისხი დააგდო.ნეიმარია მეორე

7

8 ნოემბერი 2023 00:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 528
RODRIGESI GADMOIYVANOS CASTILADAN 1,2 SHEXVEDRA CHAATAREBINOS SVARKA RODRIGOS KI AJOBEBS

8

8 ნოემბერი 2023 04:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
ციტატა: kontaqti
ციტატა: Raul bravo
ბევრ ტოპ კლუბში შეეძლო წასვლა და ძირითადში ყოფნა

მაგალითად რომელში?

Interi iuve manchesteri arsenali liverpuli totenhemi dortmundi baierni sadac demichelisi yavdat wlebi nacho tuzia iq milani psj yvelgan sheezlo

9

8 ნოემბერი 2023 07:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: Raul bravo
იტალიიდან იუვე,ინტერი და მილანი ეჩალიჩებიდა
ინგლისიდან ლივერპული

არანაირად არ ყოფილა მასე არასოდეს. ერთი რომა ჩალიცობდა ხოლმე ეგ იყო. და მეორეც მილანის დაჩალიჩებულის დედა ვატირე საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედავთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)