პერესი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა!
მადრიდული გამოცემების ცნობით, პრეზიდენტი პერესი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და გუნდის უფორვარდოდ დატოვება პრობლემაა...
„„რეალს“ გარკვეულ მომენტებში ძალიან უჭირს, რაც სწორედ თავდასხმაში ნაკლები რესურსის ბრალია. ამას ემატება შეცვლილი ტაქტიკა, ვინისიუსის პოზიციის ცვლილება და ასე შემდეგ.
პერესი ხვდება, რომ რაღაც შესაცვლელია და ამ რესურსით ფონს გასვლა რთული იქნება, სწორედ ამიტომ 2024 წლის ზაფხულში „რეალის“ აქტიურობა გარდაუვალია.
პრეზიდენტი აპირებს, რომ კილიან მბაპე დაიმატოს, თუ ფრანგის ტრანსფერი ვერ შედგება, „რეალში“ სხვა მოთამაშის მოყვანაც გარდაუვალია, ვინაიდან წინა ხაზი უნდა გაძლიერდეს.
გარდა ამისა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია ალფონსო დეივისის გამადრიდელება და ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მიდის.
მარჯვენა მცველი ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, თუმცა მადრიდში ძალიან მოსწონთ ტრენტ ალექსანდრ არნოლდი.
„მარკა“ იუწყება, რომ „რეალთან“ დაალოებული პირები ტრანსფერებზე სერიოზულად მუშაობენ და როგორც შეტევაში, ასევე დაცვის ფლანგებზე იდეალურ კანდიდატურას ეძებენ.
- 7 ნოემბერი 2023
- 1 482
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.