ისტორიული მომენტი რონალდო ნაზარიოს შემდეგ!
ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში მართლაც ახალი ფურცელი დაიწერა, სასიხარულო კი ის არის, რომ ისტორიის ახალი ავტორი მადრიდის „რეალის“ საკუთრება, ენდრიკ ფელიპეა, რომელიც 17 წლის ასაკში იხმეს ეროვნულ გუნდში...
რონალდო ნაზარიოს შემდეგ, რომელიც 1993 წელს, სწორედ 17 წლის ასაკში გამოიძახეს ეროვნული გუნდის რიგებში, ენდრიკი გახდა პირველი მოთამაშე, ვინც იგივე გაიმეორა.
ფაქტია, რომ სამხრეთ-ამერიკელები ახალგაზრდა შემტევზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ მისი ნაჩვენები თამაში „პალმეირასში“ მეტისმეტად ნაყოფიერია, სწორედ ამიტომ ის ადგილს ეროვნულ გუნდში იმსახურებს.
ბრაზილიელთა აზრით, ენდრიკი 2026 წლის მუნდიალზე გუნდის უცვლელი წევრი უნდა გახდეს.
- 7 ნოემბერი 2023
- 958
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.