ანჩელოტი:,,გამარჯვებას ვიმსახურებდით, ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი"
კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„შედეგით უკმაყოფილო ვარ, ჩემმა გუნდმა ბევრი იბრძოლა, არაერთი მომენტი შექმნა და 3 ქულას იმსახურებდა, თუმცა ტაბლოზე მხოლოდ 0-0 აისახა, რამაც 2 ქულა დაგვაკარგინა. არ ვთვლი, რომ გუნდი დაღლილი იყო, ან ენერგიის მხრივ რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით.“
„მოდრიჩის გაყვანა შეტევის გაძლიერებას უკავშირდებოდა. მსურდა, რომ უფრო მეტად გავშლილიყავით და მრავალფეროვნება გვეჩვენებინა. არაერთი შეტევა და მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ.“
„ბელინგემს ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონდა, მაგრამ ვინისიუსს, როდრიგოს და ხოსელუს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა.“
,,ჯუდს მხარზე დისკომფორტი ჰქონდა, იმედი მაქვს, საქმე დაზიანებასთან არ გვაქვს."
„ჩემი აზრით, გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. ერთადერთი რაც გვაკლდა გოლია, სხვა მხრივ ფეხბურთელებთან არანაირი პრობლემა და შენიშვნა არ მაქვს.“
„არ ვიმსახურებდით „ელ კლასიკოს“ მოგებას? მატჩი ბოლო წუთზე მოვიგეთ, შესაბამისად, შესაძლოა ფრეც დაფიქსირებულიყო, მაგრამ ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. რა თქმა უნდა, მირჩევნია „ბარსელონა“ დავამარცხო, ვიდრე „რაიო ვალეკანო“, მაგრამ ყველა მატჩი 3 ქულად ფასობს.“
„თუ ჩავი თვლის, რომ კატალონიაში მის გუნდს უნდა მოეგო, მე მას ვერ დავეთანხმები. „„ბარსელონას“ უკეთესი ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშია და გოლიც ჩვენი უდიდესი შეცდომის წყალობით გაიტანა.“
„არდა გიულერს მოედანზე ვერ შევიყვანდი, ვინაიდან სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული და ზედმეტი რისკები არ მჭირდებოდა.“
- 6 ნოემბერი 2023
- 4 571
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.