Marca - იანვარში მატება არ იქნება, მაგრამ „რეალი“ 2 შეთანხმებისთვის იბრძოლებს
„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერებას არ გეგმავს, მაგრამ აპირებს, რომ 2 შეთანხმება ფაქტობრივად დახუროს, რომელიც ძალაში ზაფხულიდან შევა.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, გონსალო ინასიო, რომელიც ხუნი კალაფატის, ჟორჟე მენდეშისა და სხვების უდიდესი სიმპატიებით სარგებლობს, მადრიდში მომდევნო ზაფხულიდან იასპარეზებს. ამ შეთანხმების დახურვას კი პერესი იანვარში აპირებს.
გარდა ამისა, ფლორენტინო სრულ ძალისხმევას მოახმარს კილიან მბაპესთან შეთანხმებას, ვინაიდან ის პირველი იანვრიდან სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების ოფიციალურ უფლებას მიიღებს.
როგორც ჩანს, მადრიდელები 2024 წლის სატრანსფერო პერიოდს იმედის თვალით უყურებენ და სურთ, რომ იანვარში მოსამზადებელი ნაბიჯები გადადგან.
- 5 ნოემბერი 2023
- 992
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.