ანჩელოტი კვლავ გაურკვევლობაშია, ბრაზილია კი ზეწოლას ზრდის
„მარკას“ ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტის კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და შეახსენა, რომ მოსაფიქრებელი ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს.
თავის მხრივ, იტალიელი სპეციალისტი გაურკვევლობაშია, ვინაიდან ფლორენტინო პერესისგან ვერანაირ გარანტიას ვერ იღებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
„რეალი“ სიტუაციის შეფასებას სეზონის ბოლოს აპირებს, ანჩელოტის კი აღნიშნული გეგმა ხელს არ აძლევს.
არსებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ფლორენტინო პერესთან შეხვედრას და სამეფო კლუბის გეგმების გაცნობას კიდევ ერთხელ, ამჯერად დეკემბრის დასაწყისში მოითხოვს.
- 5 ნოემბერი 2023
- 565
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.