ანჩელოტი:„ლა ლიგაში განსაკუთრებულო კონკურენციაა“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მე-12 ტურის დაპირისპირებაში სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკის როლი ძალიან დიდი იქნება. იმედი მაქვს, 3 ქულას მოვიპოვებთ და პირველ ადგილს შევინარჩუნებთ.“

„არდა გიულერი მზად არის სათამაშოდ, ის განაცხადში იქნება. ვნახოთ, მიიღებს თუ არა მცირე რაოდენობის სათამაშო წუთებს.“

„როდრიგოსთან და ვინისიუსთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელები გაცილებით მეტი გოლის გატანას შეძლებენ.“

„ჩუამენის შემცვლელი? ალბათ კამავინგა, ამ პოზიციასთან ყველაზე ახლოს სწორედ ედუარდოა.“

„ჯუდ ბელინგემმა უნდა განაგრძოს ასე თამაში. ინგლისელი ფეხბურთელი მართლაც უნაკლოა.“

„როტაცია? ამის გარეშე არ გამოვა. ცვლილებებს გასულ მატჩებშიც მივმართე. კალენდარი ინტენსიურია, სწორედ ამიტომ შანსი ყველას მიეცემა.“

„დანი სებალიოსი სრული დატვირთვის მიღებას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. სიახლეები გვაქვს მენდისთან დაკავშირებითაც, ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურისთვის მზად იქნება.“

„ფრან გარსიას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და არ ვთვლი, რომ მან რამე უნდა შეცვალოს. ესპანელი ბევრს მუშაობს და შემართულია.“

„მარსელო ჩვენი ლეგენდაა და მის „ფლუმინენსეს“ წარმატებებს ვუსურვებ. რა თქმა უნდა გაგვეხარდება ვიეირას წარმატებული ასპარეზობა.“

„არ ვიცი, რა მოხდება „ჟირონასთან“ დაკავშირებით. ფაქტი ის არის, რომ ეს გუნდი საოცრად თამაშობს და განსაკუთრებულ სტაბილურობას აჩვენებს, თუმცა ვთვლი, რომ ლა ლიგის მოგებისთვის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ იბრძოლებენ. კონკურენცია ძალიან დიდი იქნება.“

„როგორც გითხარით, ვინი და როდრიგო გოლებს გაიტანენ, თანაც ალბათ უფრო მეტს, ვიდრე ბელინგემი და ხოსელუ. ამაზე სანერვიულო არაფერი იქნება.“

  • Bernabeu
  • 4 ნოემბერი 2023
  • 1 836
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)