„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა საწვრთნელ ბაზაზე ფინალური სესია გამართეს.
დღევანდელ ვარჯიშზე დანი სებალიოსმა ივარჯიშა, როგორც სატრენაჟორო დარბაზში, ასევე მინდორზე გუნდთან ერთად.
კოლექტივთან ერთად იყო არდა გიულერიც, რომლის დებიუტსაც სწორედ ხვალ ელიან.
„რეალის“ ფეხბურთელებმა თავდაპირებული გახურების შემდეგ მინდორზე გადაინაცვლეს და ბურთთან ერთად სხვადასხვა დავალება შეასრულეს.
მზადებამ ძლიერი წვიმის ფონზე ჩაიარა.
შეგახსენებთ, ანჩელოტის შეგირდები მე-12 ტურის დაპირისპირებას ხვალ, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გამართავენ.
- 4 ნოემბერი 2023
- 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.