როდრიგო:„ამ ფეხბურთელის „რეალში“ თამაშზე ვოცნებობდი“

როდრიგო გოეშმა „რეალთან“ კონტრაქტის განახლების შემდეგ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება....

„პრივილეგირებული ადამიანი ვარ, რადგან არ დავბრუნდი. დიახ, ამ ოთახში ვიყავი მაშინ, როდესაც სამეფო კლუბის ფეხბურთელი გავხდი, ახლა კი ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ჩემი მომავალი ბევრი წლით დავუკავშირე მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ეს საოცარი შეგრძნებაა.“

„ეს არის საოცარი სიდიადის შეგრძნება. „რეალის“ მაისურის მორგება განსაკუთრებულ ბედნიერაბას მანიჭებს, ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. წარმოდგენა არ მაქვს, სხვაგან როგორ ვიასპარეზო.“

„გოლი, რომელიც მანჩესტერ „სიტის“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავუტანე, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მეხსიერებაში.“

„მოდრიჩის მადლიერი ვარ, მან გამზარდა, როგორც პროფესიონალი. მაშინ, როდესაც სათამაშო დრო არ მქონდა, ლუკიტა მეუბნებოდა, რომ უფრო მეტი მემუშავა და ჩემი დრო დადგებოდა. ასეც მოხდა, მივიღე სათამაშო დროც, გავიტანე გოლებიც და გავხდი მნიშვნელოვანი ფიგურა სამეფო კლუბისთვის.“

„სახლში ყოველთვის მოტივირებული ვბრუნდები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და ვარჯიში.“

„არასდროს უნდა დანებდე, ეს აქ ვისწავლე. „რეალში“ იზრდები, როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი.“

„ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ნეიმარი იყო, ბრაზილიელის შესაძლებლობებს ბურთთან ერთად საზღვარი არ აქვს. დღემდე მივიჩნევ, რომ ის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია.“

„ფლორენტინო პერესს ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის ყველა ფეხბურთელთან მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„„რეალთან“ ერთად ყველა ტიტული მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ვფიქრობ, 4 წელიწადში ამხელა შედეგის მიღწევა შესანიშნავია, მაგრამ ახალი კონტრაქტის ფარგლებშ ჩემი სტატისტიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მსურს.“

„ვინისიუსი ძმად მიმაჩნია და ვიმედოვნებ, რომ ერთად განვაგრძობთ ზრდას. ჩვენ მადრიდული კარიერა ფაქტობრივად ერთსა და იმავე დროს დავიწყეთ და მჯერა, რომ მომავალი წარმატებული იქნება. ერთად ბევრს მივაღწევთ.“

„„რეალთან“ არცერთი გუნდის შედარება არ შეიძლება, ეს არის საფეხბურთო მწვერვალი.“

„გულშემატკივრების დახმარება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბერნაბეუზე საოცარი ატმოსფერო იქმნება. აქ შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის გვიმტკიცებს უდიდეს სიყვარულს და თავდადებას.“

„ოჯახი? მამაჩემი ვიდეოებს ხშირად უყურებს. არ ვიცი, ალბათ 100-ზე მეტჯერ მექნება ნანახი გოლი, რომელიც „სიტის“ გავუტანე, თუმცა მამაჩემი ამ მხრივ ჩემზე უკეთეს შედეგბს ფლობს (იცინის).“

„თითოეული წუთი, რომელსაც სამეფო კლუბში ატარებ დიდი სიამოვნებაა, მაგრამ უნდა გაითავისო, რომ შენს მიმართ მოთხოვნები მუდმივად მზარდია, ეს კი უფრო ძლიერს გხდის.“

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2023
  • 3 011
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)