ვინი:,,რეალის ლეგენდა უნდა გავხდე"
ვინისიუს ჟუნიორმა „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„მადრიდის „რეალში“ თამაში დიდი გამოწვევა და პატივია. აქ მოხვედრა უდიდეს სირთულეებს უკავშირდება, ხოლო როდესაც მოხვდები, შემდეგ თავის დამკვიდრება უნდა სცადო, რაც ასევე ძალიან რთულია. მსურს, წლების მანძილზე ვიდგე სამეფო კლუბის სადარაჯოზე და მადრიდულ გრანდთან ერთად ისტორია დავწერო.“
„მადლობას ვუხდი ოჯახს, მეგობრებს და ყველა მადრიდისტას, რომელიც მხარს მიჭერს. ვეცდები, ახალი კონტრაქტით ფარგლებში კიდევ უნდა ნაყოფიერი ფეხბურთი ვითამაშო და გუნდს გამოვადგე.“
„დიდი მადლობა პრეზინდეტს, ის ნამდვილად საუკეთესო მენეჯერია. აქ ყოფნის შანსის მოცემა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„ჩვენ უნდა დავტკბეთ მომენტით, რომელიც ახლა მადრიდის „რეალში“ დგას. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, გასახდელში სრული იდილიაა.“
„ამბიციები რა თქმა უნდა მაქვს. მსურს, რომ მომდევნო წლებში „რეალის“ ლეგენდად ჩამოვყალიბდე. ეს გუნდი ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად.“
„2 დღეში ორი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა ჩემს თავს. პარიზში სოკრატესის ჯილდო მივიღე. მიხარია, რომ ჩემი საქმიანობა დააფასეს, ახლა კი ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.“
„საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში? ალბათ ეს მომენტი პარიზში ჩატარებულ ფინალს უკავშირდება, როდესაც „ლივერპულს“ გამარჯვების გოლი გავუტანე.“
„არის თუ არა ეს ჩემი ბოლო კონტრაქტი „რეალთან“? რა თქმა უნდა, მსურს, რომ გუნდი 2027 წელს არ დავტოვო და ესპანეთის დედაქალაქში ძალიან დიდი ხნით დავრჩე.“
„ჩემი მიზანი არის, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ლა ლიგის, სამეფო თასის და სუპერთასების მოგება. როდესაც „რეალში“ თამაშობ, აუცილებლად ყველა ტიტულზე ფიქრობ.“
„ბევრი თასი მოვიგე, მაგრამ წინ ვიყურები, ისე როგორც „ბლანკოსის“ ყველა მოთამაშე. აქ კმაყოფილების გრძნობა არ არსებობს, აქ ყოველთვის მომავალზე ფიქრობ, რაც კიდევ უფრო წარმატებულს გხდის. ის, რაც უკვე მოხდა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ წინ უნდა იყურო.“
„ფლორენტინო პერესი ძალიან გამოცდილი მმართველია, მის ხელში უამრავმა ვარსკვლავმა გაიარა. პერესმა იცის, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს მოთამაშეებთან, ის საოცარი მენეჯერია, რომელმაც წლების მანძილზე არნახულ გამოცდილებას მოუყარა თავი.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე თითოეული დაპირისპირების ჩატარება დიდ სიხარულს უკავშირდება, გულშემატკივრებისგან ყოველთვის საოცარ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, რაც მაძლიერებს და უფრო მოტივირებულს მხდის.“
- 1 ნოემბერი 2023
- 2 239
- 11