ტაკეფუსო კუბო „სიტიში“- „რეალი“ დილემის წინაშე დადგა!
ესპანური გამოცემების ცნობით, პეპ გვარდიოლას ტაკეფუსა კუბოს დამატება სურს და სოლიდურ თანხასაც ამზადებს, „რეალი“ კი დილემის წინშე დგას...
საქმე იმაშია, რომ სამეფო კლუბი იაპონელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს და ნებისმიერი გუნდი, რომელიც მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადაიხდის, ვალდებული იქნება, მადრიდის „რეალს“ სრული სატრანსფერო ღირებულების ნახევარი უწილადოს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „სიტი“ კუბოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ამზადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანხიდან 30 მილიონს „რეალი“ მიიღებს, მაგრამ თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს იაპონელის დაბრუნებაც სურს, თუმცა ამისთვის „სოსიედადს“ თანხა იქეთ უნდა გადაუხადოს, რათა ბასკურ მხარეს არსებული 50% გამოისყიდოს.
ტაკე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და ყველას უმტკიცებს, რომ უდიდესი მომავალი აქვს, „რეალმა“ კი უნდა გადაწყვიტოს, გამოიმუშავოს თანხა ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ, თუ პირიქით, გადაიხადოს სატრანსფერო ღირებულება და იაპონელს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი.
- 1 ნოემბერი 2023
- 3 900
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.