დამატებით 370 მილიონი ბერნაბეუს რეკონსტრუქციის შემდგომი პერიოდისთვის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭომ ბორდს უკვე მიმართა განმარტებითი ბარათით, სადაც კლუბის მხრიდან დამატებით 370 მილიონ ევროიანი სესხის აღებას ითხოვს.
მიზნობრიობას სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის შემდგომი ნაბიჯები წარმოადგენს.
კლუბს ფაქტობრივად 1 მილიარდამდე აქვს დახარჯული არენის ულტრამოდერნიზებაზე, მაგრამ სურს, რომ სტადიონი კიდევ უფრო მულტიფუნქციური გახადოს, როგორც საპარკინგე სივრცეების, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დახარჯავს თუ არა „რეალი“ დამატებით 370 მილიონს, თუმცა ფაქტია, რომ ინიციატივა უკვე არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს ინიციატივას მხარდაჭერა ექნება, „რეალის“ სესხი კვლავ 30 წელზე იქნება განაწილებული, რაც კლუბს ყოველდღიურ საქმიანობასა და ტრანსფერების განხორციელებაში ხელს ვერ შეუშლის.
- 1 ნოემბერი 2023
- 855
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.