დღის გეგმა ცნობილია - „რეალი“ ვარჯიშს უბრუნდება!
სამდღიანი შესვენების შემდეგ, მადრიდის „რეალი“ ვარჯიშს უბრუნდება.
კარლო ანჩელოტის ყველა ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და დღევანდელი სესიისთვის მზად არის.
გუნდი დღეს შეიკრიბება საწვრთნელ ბაზაზე და „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას დაიწყებს.
„რეალს“ სრული 4 დღე ექნება იმისთვის, რომ ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩისთვის სათანადოდ მოემზადოს.
რაც შეეხება მატჩს. „მერენგები“ „რაიოს“ კვირას, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებენ.
- 1 ნოემბერი 2023
- 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.