ანტონიო რუდიგერმა ბარსელონური ტური მოიწყო
ანტონიო რუდიგერმა 1 დღე ბარსელონაში დარჩენა და ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა...
გერმანელმა ფეხბურთელმა კარლო ანჩელოტის მიერ ბოძებული 3 დღიანი დასვენებით ისარგებლა და ბარსელონას დათვალიერება მოინდომა.
ანტონიო ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ბარსელონას პორტთან ახლოს მდებარე აკვარიუმში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და ცნობილი ადგილია.
რუდიგერმა მოინახულა საინტერესო ადგილები და ამის შესახებ სოც.ქსელშიც ავრცელებდა ინფორმაციებს.
დღეს გერმანელი უკვე მადრიდში დაბრუნდა, ხვალ კი ვარჯიშს განაახლებს და ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას დაიწყებს.
- 31 ოქტომბერი 2023
- 801
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.