ოქროს ბურთი - როგორ ჩამოყალიბდა ათეული?
France Football-მა საკმაოდ საინტერესო ათეული ჩამოაყალიბა, სადაც მადრიდის „რეალის“ 2 ფეხბურთელი მოხვდა...
როგორც მოგეხსენებათ პირველ ადგილზე ლეო მესი გავიდა, მეორეზე ერლინგ ჰოლანდი, მესამე პოზიცია კი კილიან მბაპეს ერგო.
რაც შეეხება მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს, ეს პოზიციები შესაბამისად კევინ დე ბრუინმა, როდრიმ და ვინისიუს ჟუნიორმა დაიკავეს.
მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე პოზიცია შესაბამისად ხულიან ალვარესს, ოსიმენს, ბერნარდო სილვას და ლუკა მოდრიჩს ჩააბარეს.
ათეულსმიღმა დარჩნენ მუჰამედ სალაჰი, გიუნდოგანი, ლევანდოვსკი, ბენზემა, კვარაცხელია და სხვა ვარსკვლავები.
ათეულში ყველაზე მეტი ადგილი „სიტის“ ფეხბურთელებს აქვთ, გვარდიოლას გუნდის კვოტა 5 მოთამაშით განისაზღვრა, „რეალს“ 2 მოთამაშე წარმოადგენს, თითო-თითო კი „ნაპოლის“, „პსჟ“-ს და მაიამის „ინტერს“.
- 31 ოქტომბერი 2023
- 1 078
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.