მოდრიჩის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ორელიან ჩუამენიმ ტრავმა მიიღო და 2 თვეზე მეტს იუქმებს, ლუკა მოდრიჩის შანსები იზრდება...
ფაქტია, რომ „რეალს“ სუფთა ტიპის ჩამშლელი აღარ ჰყავს და ამ პოზიციას ედუარდო კამავინგა უნდა დაუბრუნდეს.
დანი სებალიოსი ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს გადის. ანჩელოტის ნახევარდაცვაში რჩება ვალვერდე, კროოსი, ბელინგემი, კამავინგა და მოდრიჩი, სწორედ ამიტომ ლუკიტა ახლა გაცილებით მეტჯერ გამოჩნდება მოედანზე, ვინაიდან რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა.
რაც შეეხება ჩუამენის. ფრანგი ფეხბურთელი აღდგენით პროცესს ორშაბათიდან დაიწყებს.
- 29 ოქტომბერი 2023
- 1 353
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.