„ბარსელონას“ გულშემატკივრებმა ვინისიუსს ბანანის ქერქები ესროლეს
ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასისტული ქმედებები გრძელდება. „ელ კლასიკოს“ მიწურულს მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ ვარსკვლავს ბანანის ქერქები ესროლეს...
გარდა ამისა, ვინიმ მოისმინა არაერთი შეძახილი, რომელიც რასისტული ხასიათის იყო.
„მარკას“ ინფორმაციით, ვიდეოკადრებით უკვე იდენთიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელიც უშუალოდ აქტიურად იყო ჩართული ქმედებებში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის სანქციებს გამოიყენებს „ბარსელონა“ ზემოაღნიშნული პირების მიმართ.
- 28 ოქტომბერი 2023
- 656
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.