ანჩელოტის 250-ე და ზიდანის მაჩვენებელი დამხობასთან ახლოსაა
კარლო ანჩელოტისთვის „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ისტორიული გამოდგა. იტალიელმა სპეციალისტმა „რეალი“ მოედანზე 250-ედ გაიყვანა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
იტალიელი სპეციალისტი ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, „რეალის“ ისტორიაში მესამე პოზიციას იკავებს, მასზე წინ მხოლოდ მიგელ მუნიოსი და ზინედინ ზიდანი არიან, რომლებსაც შესაბამისად, 605 და 263 მატჩი აქვთ ჩატარებული.
კარლოს მხოლოდ 13 მატჩი სჭირდება იმისთვის, რომ ზიზუს შედეგი გაიმეოროს, ხოლო 14 პოზიციის შესაცვლელად და მეორე ადგილზე გადასასვლელად.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ანჩელოტი სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს, მის აქტივში 285-290 მატჩი მაინც იქნება, ვინაიდან ლა ლიგის დასრულებამდე გუნდს 27 ტური აქვს ჩასატარებელი, ამის გარდა გასათვალისწინებელია ჩემპიონთა ლიგის, სამეფო თასის და ესპანეთის სუპერთასის დაპირისპირებები.
ფლორენტინო პერესის დავალებით, კარლიტომ სპეციალური საჩუქარი საზეიმო ვითარებაში მიიღო.
- 28 ოქტომბერი 2023
- 1 210
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.