ანჩელოტი:„„ბარსელონა“ ძლიერია, მაგრამ მე ვამაყობ „რეალით““

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ შემდეგ პრესკონფრენცია გამართა და განაცხადა, რომ ჯუდ ბელინგემი საოცარ პროგრესს აჩვენებს...

„ჯუდ ბელინგემი უნიკალური ფეხბურთელია. ოქროს ბურთის დაჯილდოვება? არ ვიცი, რომელ პოზიციაზე გავა ინგლისელი, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, მისი დრო მალე დადგება. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც მოედნის ყველა წერტილში სახიფათოა.“

„„ბარსელონა“ რა თქმა უნდა შესანისნავი გუნდია. გამარჯვება რთული იყო. ჩვენ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ და სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. ურთულეს მეტოქესთან გამარჯვება ძალიან მიხარია.“

„მეორე ტაიმში „რეალის“ ფეხბურთელებმა მეტი ენერგია დახარჯეს, რაც ბოლო წუთებზე განსაკუთრებით აისახა. ბელინგემის გამოცდილება „ელ კლასიკოში“ ნულოვანი იყო, მაგრამ მან ისე ითამაშა, როგორც ვეტერანმა და ეს ფაქტია.“

„აუცილებლად აღსანიშნავია ლუკა მოდრიჩის შესანისნავი თამაში. ხორვატია მოედანზე შემოსვლამ დინამიკა შეცვალა.“

„კამავინგამ გუნდს სისწრაფე და აგრესია მისცა. დიახ, ფრანგი უჩვეულო პოზიციაზე გამოვიყენე, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე მჭირდებოდა.“

„თუ ჯუდი ასე გააგრძელებს, 20-25 გოლს თავისუფლად მიაღწევს. მისი პირდაპირი მოვალეობა მეტოქის კარის აღება არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილ გოლეადორად იქცა.“

„ჩვენ პატივს ვცემთ „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელს და მოედანზეც ამას ვავლენდით. ჩავი აღელვებული იყო, მაგრამ მატჩის ბოლოს ვუთხარი, რომ მის ახალგაზრდებს დიდი მომავალი აქვთ.“

„ბელინგემისთვის ცენტრ-ფორვარდად თამაში პროდუქტიული არ იქნება. ჯუდის საოცარ თამაშს მისი თავისუფლება განაპირობებს. არ შეიძლება მას კონკრეტულ პოზიციაზე ასპარეზობა დაევალოს.“

„დუელებში მეტი ენერგია გვჭირდებოდა, ამ მხრივ ნამდვილად მოვიკოჭლებდით.“

„ჩავისა და ვინისიუსს შორის კამათი და უთანხმოება მოედანზე დარჩა. არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.“

„ვინის არაუხოსთან რამდენჯერმე შეეძლო სიტუაციის გამწვავება, მე მას პირდაპირი დავალებები მივეცი. საერთო ჯამში სამხრეთ-ამერიკელმა ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც სხვა ფეხბურთელებს მეტ თავისუფლებას აძლევდა.“

  • Hala
  • 28 ოქტომბერი 2023
  • 6 463
  • 10

1

28 ოქტომბერი 2023 21:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ვინისიუსის გამოლანძღვა დამავიწყდა :DD კანის ფერის გამო კი არ უნდა აგინონ ტრიბუნებიდან, ამაზრზენი ტიპი რომ არის საოცრად აი მაგიტომ. ასეთი საზიზღარი როჟა არავინ მახსენდება ბოლო წლებში

2

28 ოქტომბერი 2023 21:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
დღეს ბილინგემს უნდა უმადლოდე

3

28 ოქტომბერი 2023 21:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
ციტატა: KingLeo10m
ვინისიუსის გამოლანძღვა დამავიწყდა :DD კანის ფერის გამო კი არ უნდა აგინონ ტრიბუნებიდან, ამაზრზენი ტიპი რომ არის საოცრად აი მაგიტომ. ასეთი საზიზღარი როჟა არავინ მახსენდება ბოლო წლებში

გეთანხმები ძალიან ტოქსიკური ტიპია მაგრამ რასიზმის ამბავში ყოველთვის მართალია

4

28 ოქტომბერი 2023 21:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ციტატა: jeko_madrid
ციტატა: KingLeo10m
ვინისიუსის გამოლანძღვა დამავიწყდა :DD კანის ფერის გამო კი არ უნდა აგინონ ტრიბუნებიდან, ამაზრზენი ტიპი რომ არის საოცრად აი მაგიტომ. ასეთი საზიზღარი როჟა არავინ მახსენდება ბოლო წლებში

გეთანხმები ძალიან ტოქსიკური ტიპია მაგრამ რასიზმის ამბავში ყოველთვის მართალია

რასიზმზე არც ვიღებ ხმას უბრალოდ რაც მოვიდა თავხედი უზრდელი ბავშვის საქციელებით გამოირჩევა სულ. მუდამ მშვიდი ანჩელოტიც კი გააღიზიანა ბოლოსკენ
რას დავეძებ კაცმა რომ თქვას მაგეამ აქეთ რომ ეფერებიან სასაცილოა

5

28 ოქტომბერი 2023 21:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
არადა ნორმალური ტიპია ვინი.
მაგრამ მაინც ეგ მუღამია ბარსას ფანებში რო პროვოკატორია.
ეგრე გაიხსენეთ მესის და რონალდუს აღნიშვნები.
ვერაფერი აკეთა მთელი მატჩი და მაინც მაგაზეა ლაპარაკი. :D :D
ესეიგი სწორად აკეთებს ყველაფერს და მოედნის მიღმა, რომელი ბარსას ფეხბურთელი აკეთებს იმას, რასაც ვინი.
ზოგჯერ მარტო ფეხბურთით ვერ მოიგებ, ზოგჯერ ფსიქოლოგიაზე მოქმედებაც აუცილებელია.
მასე რეალიც მილიონჯერ აჭრილა.

6

28 ოქტომბერი 2023 21:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ციტატა: Royal_White
არადა ნორმალური ტიპია ვინი.
მაგრამ მაინც ეგ მუღამია ბარსას ფანებში რო პროვოკატორია.
ეგრე გაიხსენეთ მესის და რონალდუს აღნიშვნები.
ვერაფერი აკეთა მთელი მატჩი და მაინც მაგაზეა ლაპარაკი. :D :D
ესეიგი სწორად აკეთებს ყველაფერს და მოედნის მიღმა, რომელი ბარსას ფეხბურთელი აკეთებს იმას, რასაც ვინი.
ზოგჯერ მარტო ფეხბურთით ვერ მოიგებ, ზოგჯერ ფსიქოლოგიაზე მოქმედებაც აუცილებელია.
მასე რეალიც მილიონჯერ აჭრილა.

ზოგჯერ გასაგებია და სულ?

7

28 ოქტომბერი 2023 21:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ცოტა არასწორი გზა აქვს არჩეული თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, მაგრამ არ დაგავიწყდეს, პატარაა მაინც ჯერ. ყველა ერთნაირად და ერთ ტემპში ხო ვერ ვითარდება პიროვნულად. რასაც ვინი ესპანეთში უძლებს, 99% დატოვებდა ქვეყანას.

8

28 ოქტომბერი 2023 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
გუნდოგანის გოლი იყო რეალის სირცხვილი და ეს ბარსელონა საერთოდ სირცხვილი გუნდია.

ლევანდოვსკის წასვლის მერე ამათ რა ეშველებათ არ ვიცი

9

28 ოქტომბერი 2023 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: Batumski
და ეს ბარსელონა საერთოდ სირცხვილი გუნდია

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

10

28 ოქტომბერი 2023 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
დაიჯვიი რაა შეე ცუციკო, ხმა არ გაქ ამოსაღები. ჯუუდს უმადლობდე! ბრაჰიმ გამოდი რაა და აგინე ერთხელ ამ დიშლას!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)