„რეალმა“ „ბარსელონას“ 4 ქულით გაასწრო
სამეფო კლუბმა „ელ კლასიკოს“ მოგებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა...
მადრიდელებმა „ბარსელონას“ 4 ქულით გაუსწრეს და კვლავ დაიბრუნეს პირველი ადგილი, რომელიც აქამდე „ჟირონას“ ჰქონდა დაკავებული.
კარლო ანჩელოტის აქტივში მე-11 ტურის თავზე 28 ქულაა, ხოლო ჩავის გუნდს 24 ქულა აქვს.
ქულების რაოდენობით „ბლანკოსი“ და „ჟირონა“ თანაბარ სიტუაციაში არიან, მაგრამ უკეთესი სტატისტიკის გამო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის ლიდერია.
- 28 ოქტომბერი 2023
- 587
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.