ჰოლანდი ხვდება, რომ „რეალში“ გადასვლა ახლა ყველაზე ოპტიმალურია!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, 2024 წლის ზაფხულში ერლინგ ჰოლანდისთვის შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს...
იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბში კილიან მბაპე არ გადავა, ნორვეგიელი ფორვარდი ფაქტობრივად მთავარი მიზანი გახდება.
თავად ჰოლანდი ხვდება, რომ „რეალს“ ახლა ნამდვილი „9“-იანი არ ჰყავს, ხოსელუ მატოსთან კონკურენცია კი მისთვის არანაირი პრობლემა არ იქნება. ერლინგს შეუძლია, რომ სამეფო კლუბში გადავიდეს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.
მაშინ როდესაც ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა, ბენზემა „რეალში“ უალტერნატივო ფორვარდი იყო და ოქროს ბურთის მოგებაც კი შეძლო, სწორედ ამიტომ ახალგაზრდა თავდამსხმელის „სიტიში“ გადასვლა და „რეალისთვის“ უარის თქვა მაშინდელი რისკებიდან გამომდინარე ნამდვილად რელევანტური გადაწყვეტილება იყო.
ახლა მოცემულობა სხვაგვარია. თუ მბაპე მადრიდელი არ გახდება, „რეალში“ ცენტრ-ფორვარდის მისვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვინაიდან პერესს რეალურად სჭირდება მეგავარსკვლავი, ვინც სეზონში 30 და მეტი გოლის გატანას შეძლებს.
- 27 ოქტომბერი 2023
- 1 670
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.