ანჩელოტის განსაკუთრებულიზი სამზადისი
ანჩელოტისგან „ელ კლასიკოში“ ექსპერიმენტებს არავინ ელის, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადება და გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს...
„მარკას“ ცნობით, კარლო 5 ნახევარმცველიან ტაქტიკაზეც ფიქრობს. ამასთანავე განიხილავს ედუარდო კამავინგას მარცხენა მცველად დაყენებას, ან საერთოდ სკამზე დატოვებას და საჭიროების შემთხვევაში მოედანზე ფლანგის მცველად შემოშვებას.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფედერიკო ვალვერდე მოირგებს, როგორც ნახევარმცველის, ასევე გარემარბის პოზიციას და „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძალიან ბევრი მოძრაობა მოუწევს.
როგორც ჩანს, ანჩელოტი ხვდება, რომ ამ სეზონში კატალონიელებთან დადებით ბალანსს მის მომავალზე დიდი ზეგავლენა ექნება, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მზადებაშია.
- 27 ოქტომბერი 2023
- 890
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.