ემილიო ბუტრაგენიო „რეალის“ ახალი პრეზიდენტი გახდება?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოში გუნდის ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს დიდი მხარდაჭერა აქვს...
არ არის გამორიცხული, ფლორენტინო პერესის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, აღნიშნული სკამი მან ჩაიბაროს და „რეალის“ მართვა განაგრძოს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ბუტრაგენიოს წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება გუნდის მართვაში ძალიან გამოადგება. ის ბრწყინვალედ იცნობს სისტემას, რომელსაც ფლორენტინო პერესი წლების მანძილზე აყალიბებდა.
- 27 ოქტომბერი 2023
- 1 042
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.