ესპანეთში თამაშგარიშის მოქმედ წესებს აკრიტიკებენ
ვინისიუს ჟუნიორმა „ბრაგას“ წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური გოლის გატანა შეძლო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გატანილი ბურთი არ ჩაითვალა...
არაერთი ესპანელი ექსპერტი და ანალიტიკოსი თამაშგარის მოქმედ წესებს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს არის დიდი უაზრობა, რომელიც ფეხბურთს აზიანებს.
ვინისიუს ჟუნიორი ფეხებით ფაქტობრივად ხაზზე იდგა, მაგრამ თამაშგარე იმიტომ დაინიშნა, რომ მხარი და თავის ნახევარი მეტოქეზე ოდნავ წინ ჰქონდა, რაც რეალურად მას არანაირ უპირატესობას არ აძლევდა.
ესპანეთის გარდა თამაშგარის წესებს სხვა ქვეყნებშიც სერიოზულად აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ რამდენიმე წლის წინ მიღებული „ინოვაცია“ სრული ფიასკოსთვის არის განწირული.
- 25 ოქტომბერი 2023
- 811
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.