5 ნახევარმცველი „ელ კლასიკოში?
„მარკას“ ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკო“ შესაძლოა 5 ნახევარმცველით დაიწყოს.
იტალიელ სპეციალისტს აქვს იდეა, რომლის მიხედვითაც, ნახევარდაცვის ხაზი ერთობლივად უნდა გაამაგრონ კამავინგამ, ჩუამენიმ, ვალვერდემ, კროოსმა და ბელინგემმა.
ამასთან ერთად, ფედერიკო ვალვერდეს მარჯვენა ფრთაზე გადანაცვლების და შეტევის გაძლიერების დავალებაც მიეცემა.
გამოდის, რომ ნახევარმცველებს შორის სათადარიგო სკამზე მხოლოდ ლუკა მოდრიჩი უნდა დარჩეს.
როგორც ჩანს, ანჩელოტი „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება და სიახლეების დანერგვა სურს.
- 25 ოქტომბერი 2023
- 1 167
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.