კეპა:„„რეალში“ დარჩენა მინდა, ეს საუკეთესო კლუბია“
კეპა არიზაბალაგამ „ბრაგასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა....
„მსაჯებზე საუბარს აზრი არ აქვს, სწორედ ამიტომ, არ მსურს შეფასებების გაკეთება. ის, რაც შაბათს მოხდა, ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ შევძელით, მაგრამ ეს უკვე წარსულია.“
„სეზონი ძალიან გრძელი და მრავალფეროვანია. „რეალმა“ პირველი და მეორე თვე საკმაოდ ეფექტური ჰქონდა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. კლუბის შედეგები როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე დამაკმაყოფილებელია. სწორ გზას ვადგვართ და მუშაობა უნდა განვაგრძოთ.“
„რა თქმა უნდა, „ბლანკოსში“ დარჩენა მსურს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მთელი ყურადღება ამ სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა გადავიტანო.“
„3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ლიგის 1/8 ფინალს ძალიან მივუახლოვდებით, სწორედ ამიტომ გამოწვევა დიდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, „ბრაგა“ საშინაო არენაზე ბოლომდე იბრძოლებს.“
„„რეალის“ ისტორია და სიდიადე ყველა ფეხბურთელს აძლევს მოტივაციას, რომ სტადიონზე მაქსიმუმი გაიღოს და საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს. აქ ყოფნა ყველა მოთამაშისთვის დიდი პატივია.“
„ეროვნულ ნაკრებში თამაში რა თქმა უნდა ძალიან მსურს, ამისთვის კი „რეალში“ წარმატებით გამოსვლაა საჭირო. ყველა დაპირისპირებას ვაანალიზებ და ვცდილობ, მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“
- 24 ოქტომბერი 2023
- 801
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.