„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურისთვის მზადება დაიწყო.
„სევილიასთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სამწვრთნელო შტაბის დავალებები სრულფასოვნად შეასრულეს.
დანი სებალიოსი აღდგენით პროცესს განაგრძობს და გუნდთან ერთად ვარ ვარჯიშობს, ის მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ასრულებს მითითებებს.
გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს არდა გიულერი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
„მერენგები“ ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავენ, თუმცა ეს არა ვალდებებასზე, არამედ „ბრაგას“ სტადიონზე მოხდება.
- 22 ოქტომბერი 2023
- 1 092
- 18