ვინისიუს ჟუნიორის საგანგებო განცხადება!
ვინისიუს ჟუნიორმა „სანჩეს პისხუანზე“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
„პირველ რიგში ვულოცავ „სევილიას“ სწრაფ მოქმედებას. ამ გუნდმა რასისტული ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა. სამწუხაროდ, მე მივიღე წვდომა ვიდეოზე, სადაც პირდაპირ არის ასახრული რასიზმი, ორმაგად სამწუხაროა, რომ მთავარი ფიგურა ბავშვია, რომელსაც შესაბამისი განათლება აკლია.“
„გამოძიება გრძელდება, მე კი ჩემს ქვეყანაში დიდ ინვესტიციას ვდებ ბრაზილიელი ბავშვების განათლებაში, რათა მსგავსი დამოკიდებულების ალაგმვას შეუწყობს ხელს.“
„ესპანეთის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, შეცვალოს კანონმდებლობა და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ამ საშინელებას.“
„ადამიანები სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს იყო ჩემს მიმართ განხორციელებული მე-19 შემთხვევა, თვლა კი გრძელდება....“
- 22 ოქტომბერი 2023
- 6 463
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.